/image/76/3/peugeot_par_2015_150_fr.250763.jpg

Peugeot Partner Tepee

უსაფრთხოება

აღჭურვილობის უახლესი მახასიათებლებით , Partner Tepee გთავაზობთ გაზრდილ უსაფრთხოებას მძღოლებისა და მგზავრებისათვის.

უკანა ხედვის კამერა

/image/86/3/peugeot_par_2015_394_fr.250863.jpg

უკანა ხედვის კამერა ავტომატურად აქტიურდება, როდესაც მანქანა  უკანა სვლით იწყებს მოძრაობას. ის საშუალებას აძლევს მძღოლს ვიზუალურად დაინახოს მისი ტრაექტორია 7-დუიმიან სენსორულ ეკრანზე და განახორციელოს მანევრირება უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხით.

ქალაქის აქტიური სამუხრუჭე სისტემა

/image/85/6/peugeot_par_2015_089_fr.250856.jpg
/image/86/2/peugeot_par_2015_143_fr.250862.jpg

ქალაქის აქტიური სამუხრუჭე სისტემა (საგანგებო ურბანული დაჯახების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა). თუკი მძღოლს 30 კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით ქალაქის ქუჩებში მოძრაობისას არ აქვს საკმარისი სისწრაფით  რეაგირების შესაძლებლობა, იგი ამცირებს დაჯახების რისკს ან ეხმარება სიმძაფრის შემცირებაში.

პარკინგის სენსორები

/image/85/7/peugeot_par_2015_090_fr.250857.jpg

პარკინგის აუდიო და ვიზუალური სენსორები აღმოაჩენენ ნებისმიერ დაბრკოლებას სატრანსპორტო საშუალების სიახლოვეს მანევრირების დროს. ის აგრეთვე შეიძლება დაუკავშირდეს უკანა ხედვის კამერას, იმისათვის რომ პარკირება გახდეს უფრო ადვილი!

მოჭიდების კონტროლი®

/image/85/9/peugeot_par_2015_256_fr.250859.jpg
/image/85/8/peugeot_par_2015_092_fr.250858.jpg

მოჭიდების კონტროლი® აუმჯობესებს Partner Tepee Outdoor-ის გზაზე მოძრაობის მართვას ინოვაციური ბუქსაობის საწინააღმდეგო (სრიალსაწინააღმდეგო) სისტემის წყალობით. თოვლის, ტალახის, ქვიშის, ESP-სტანდარტის ან ESP OFF-ის შემთხვევაში უბრალოდ აკრიფეთ ხელსაწყოთა პანელზე, რომ   შეარჩიოთ შესაბამისი მართვის რეჟიმი და ისარგებლოთ ავტომანქანის უფრო მარტივი მართვით გაუმჯობესებული მოჭიდების კონტროლის მეშვეობით.

დახმარება აღმართზე

აღმართზე დამხმარე სისტემას სწრაფად მოჰყავს სატრანსპორტო საშუალება უმოძრაობაში, მნიშვნელობა არ აქვს წინ თუ უკუსვლის დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით გორაკზე 5%-ზე მეტი დახრილობით. რითაც გაძლევთ დროს გადაადგილოთ თქვენი ფეხი სამუხრუჭე პედლიდან აქსელერატორზე.

ESP

/image/86/1/peugeot_par_2015_507_fr.250861.jpg

ESP (მდგრადობის ელექტრონული კონტროლი) აერთიანებს DSC დინამიკური სტაბილიზაციის სისტემას ASR ბუქსაობის საწინააღმდეგო სისტემასთან.
DSC აღმოაჩენს პირველივე სწრაფ მინიშნებას არასაკმარის მობრუნებადობასა თუ ჭარბ მობრუნებადობაზე, ინიცირებს მაკორექტირებელ ქმედებებს, რათა შეინარჩუნოს ავტომანქანა მძღოლის მიერ თავდაპირველად განსაზღვრულ ტრაექტორიაზე. ბუქსაობის საწინააღმდეგო სისტემა (ASR) ზემოქმედებს ძრავის მართვასა და მუხრუჭებზე, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს შეინაჩუნოსმოჭიდება და სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი ნებისმიერ სიტუაციაში.

საკრუიზო კონტროლი/სიჩქარის შემზღუდავი

/image/86/0/peugeot_par_2015_371_fr.250860.jpg

საკრუიზო კონტროლის* ფუნქცია საშუალებას აძლევს სატრანსპორტო საშუალებას შეინარჩუნოს მუდმივი სიჩქარე მძღოლის მხრიდან აქსელერატორის პედალზე დაჭერის საჭიროების გარეშე, მაშინ როცა სიჩქარის შემზღუდავი იცავს ატომანქანას წინასწარ განსაზღვრული სიჩქარის გადაჭარბებისგან.

წინა ნისლის საწინააღმდეგო ფარები განათების სტატიკური გადაკვე

მგზავრობისას გაზრდილი უსაფრთხოებისა და ოპტიმალური ხილვადობისთვის, წინა ნისლისსაწინააღმდეგო ფარები ანათებენ  მოსახვევის შიგა მხარეს 40 კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით მგზავრობისას. ეს დამატებითი განათება განსაკუთრებით გამოსადეგია  ქალაქში მოძრაობისას, გზაჯვარედინებზე, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე და პარკირების მანევრირებისას).