/image/41/5/peugeot-2008-2016-302-fr.220415.jpg

NEW Peugeot 2008 SUV

ტექნოლოგია

GRIP CONTROL®

/image/52/8/peugeot-2008-2016-156-fr.img.220528.jpg

Grip Control - უნიკალური მოჭიდების სისტემა, რომლის დამხარებითაც შეძლებთ ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას. განსაკუთრებული სისტემის დახმარებით, Grip Control ასტიმულირებს წნევას, არგებს მას კონკრეტული გზის ზედაპირს და უცვლის ქცევას წინა თვლებს, ESP სისტემის ჩართვით. Grip Control სისტემა ხელმისაწვდომია როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში და 16'' და 17'' ზამთრის საბურავებთან ერთადაა წარმოდგენილი. 

/image/52/6/peugeot-2008-2016-224-fr.img.220526.jpg

Grip Control ცენტრის მეშვეობით, 5 სხვადასხვა მამოძრავებელ რეჟიმს გვთავაზობს:
- Standardi
- Snowi
- All-Terraini
- Sandi
- ESP Offi

ძრავები და EAT6 გადაცემათა კოლოფი

/image/52/0/peugeot_208_2015_173_fr.220520.jpg

ახალი SUV Peugeot 2008 ევრო 6 სტანდარტის შესაბამის, 3 ცილინდრიან ძრავებს გთავაზობთ, რაც მაქსიმალურად ამცირებს მოძრაობის ხარჯს. ახალი მოდელები კიდევ უფრო მსუბუქი და კომპაქტურია და შედეგად გაზრდილ სარგებელს ვიღებთ. 1,2 ლიტრიანი PureTech 110 S&S EAT6 ვერსია 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა წარმოდგენილი.

დამაკავშირებელი კომპონენტები

/image/52/1/peugeot_suv2008_layout4-1.220521.jpg

2008 წლის გარშემოდენილი ფორმის კომპაქტური SUV-ჯიპი გთავაზობთ უმაღლესი კლასის დინამიკის გზის გამავლობას საგულდაგულოდ კონტროლირებადი წონისა და მანქანის მიწასთან შემაერთებელი ოთხი ტიპის კომპონენტის წყალობით. ზამბარები, ამორტიზატორები, განივი მდგრადობის სტაბილიზატორები, წინა ამძრავის ღერძის ერთეული და ტრავერსა შეიქმნა სპეციალურად, რომ საშუალება მისცეს ძრავის მთლიან მექანიზმს უზრუნველყოს შესაძლო მაქსიმალურად დინამიური წარმადობა.
კორპუსის სტაბილურობა შესანიშნავია და საჭის მართვის პროფაილი ადაპტირებას ახდენს, რომ მოერგოს თითოეული სხვადასხვა ტიპის მანქანის მიწასთან შემაერთებელ კომპონენტს, გზის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიწოდებით კომპაქტური საჭის მეშვეობით.

პარკირების დახმარება და რევერსული კამერა

Park Assisti-ი ახდენს პარკირების თავისუფალი ადგილების გამოვლენას და გეხმარებათ პარალელური პარკირებისა თუ გამოსვლის მანევრირებისას. 8 კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარისას იგი ავტომატურად იღებს საჭის მართვაზე კონტროლს და აწვდის მძღოლს ვიზუალურ და აუდიო ინფორმაციას.
თქვენ კვლავინდებურად აკონტროლებთ საჭის მართვას, დამუხრუჭებას, სიჩქარის გადამრთველს და თუ თქვენს ავტომობილს აქვს მექანიკური გადაცემათა კოლოფი, გადაბმულობას.

პარკირების რევერსული კამერა ავტომატურად აქტივირდება, როდესაც ავტომობილი მოძრაობს უკანა სვლით. გამოსახულება ჩნდება სენსორულ ეკრანზე, რაც საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოს დამალული დაბრკოლებები უკანა სვლით მანევრირებისას.

განათება

/image/52/2/peugeot_suv2008_layout6-5.220522.jpg
/image/52/3/peugeot_suv2008_layout6-6.220523.jpg

PEUGEOT 2008 გთავაზობთ განათების ახალ ხელწერას. ფარები, რომლებიც შემოსაზღვრულია შავი და ქრომირებული ნიღბებით და მაღალტექნოლოგიური LED შუქდიოდიანი შუქსატარით, ამ SUV-ს აძლევენ მკაფიოდ კატისებრ შესახედაობას. ხილვადობა ოპტიმიზირებულია, განსაკუთრებით კი ნაპირებზე და მოსახვევებზე.

ახალ უკანა განათებაზე თქვენ იხილავთ განმასხვავებელ მოტივს, რომელიც ჩნდება 2008 წლის მთელ ასორტიმენტში: სამი დამატყვევებელი მაღალტექნოლოგიური 3D მარწუხი.

სარკისებრი ეკრანი

/image/52/4/peugeot_suv2008_layout4-2.220524.jpg

სარკისებრი ეკრანის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ გამოიყენოთ აპლიკაციები თქვენს MirrorLink®i ან Apple CarplayTMi თავსებად სმარტფონზე თქვენი ავტომობილის 7'' სენსორულ ეკრანზე.

ავტომობილში გამოყენებისას, ოპტიმალური კითხვადობისა და სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავსებადი აპლიკაციები ნაჩვენებია სპეციალურად მგზავრობისათვის შემუშავებული ინტერფეისის მეშვეობით

PEUGEOT-ს მიერთებული პაკეტები

/image/52/5/peugeot_suv2008_layout5-1.220525.jpg

კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, კომპაქტური SUV-ჯიპი PEUGEOT 2008 ახლა შემოდის სამი ახალი მიერთებული მომსახურების პაკეტით:

• მონიტორინგის პაკეტი: ვირტუალური მომსახურების სახელმძღვანელო (ავტომატურად თვალყურს ადევნებს გარბენს და დაგეგმილ ტექნიკურ მომსახურებას) და გზამკვლევი ავტომობილის გარემოსთვის უსაფრთხო მართვისთვის (მართვის თქვენს სტილზე ინდივიდუალურად მორგებული რჩევები).
• ასახვის პაკეტი: გეოლოკაცია, გეხმარებათ იპოვნოთ სად არის გაჩერებული ავტომანქანა, და გაჩვენებთ ელ-ფოსტის შეტყობინებებს, როდესაც მანქანა გამოიყენება (გარდა წინასწარ მითითებული ზონის და/ან განრიგის(ების) ფარგლებში), ასახავს მოგზაურობას მისი მიმდინარეობისას და დასრულებულ მგზავრობას.
• თვალთვალის პაკეტი: ქურდობის შემთხვევაში კომუნიკაციას ამყარებს შესაბამის საპოლიციო ძალებთან, რათა დაეხმაროს ავტომობილის ადგილსამყოფელის აღმოჩენაში.

აპლიკაცია MYPEUGEOT

აღნიშნული უფასო აპლიკაცია ამყარებს თქვენს კავშირს სატრანსპორტო საშუალებასთან:
• წვდომა თქვენი მგზავრობის მონაცემებზე: მგზავრობის ისტორია, საწვავის მოხმარება და მგზავრობის ხარჯები.
• იმ ადგილის პოვნა, სადაც თქვენი მანქანა არის გაჩერებული.
• ნავიგაცია, რომელიც დაგეხმარებათ გააგრძელოთ დანიშნულების პუნქტის ძიება მას შემდეგაც კი, რაც თქვენ მანქანა უკვე გააჩერეთ.
• შეტყობინების მიღება, როდესაც საჭიროა ტექნიკური დახმარება.

იყავით ინფორმირებული:
• იხილეთ შემდეგი დაგეგმილი სარემონტო და მომსახურების შემოწმებები.
• მიიღეთ შეტყობინებები რეგულარული სარემონტო სამუშაოებისთვის.
• შეამოწმეთ თქვენი მომსახურების კონტრაქტები.

თქვენ არასოდეს იმგზავრებთ მარტო:
• დანიშნეთ შეხვედრა ონლაინ და მიიღეთ ხარჯთაღრიცხვა.
• იპოვეთ თქვენი კონტაქტები: გაყიდვის პუნქტი, კლიენტებთან ურთიერთობა და დახმარება.
• გახდით პრივილეგირებული "MyPeugeot" მომხმარებელი და მიიღეთ უამრავი სარგებელი: სპეციალური შემოთავაზებები PEUGEOT-სა და მისი პარტნიორებისაგან, VIP მოსაწვევები, წინასწარი სატესტო მგზავრობები, შეჯიბრებები და ყველა უახლესი ამბები PEUGEOT-სგან.