/image/41/5/peugeot-2008-2016-302-fr.220415.jpg

NEW Peugeot 2008 SUV

ტექნიკური ინფორმაცია

EAT6 გადაცემათა კოლოფი

/image/57/0/peugeot_208_2015_159_fr.220570.jpg

SUV PEUGEOT 2008 ახლა აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით EAT6 რომელსაც აქვს ექვს საფეხურიანი სიჩქარის გადამრთველი თავის ვერსიაში - 1.2L PureTech 110 S&S, ახდენს საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციას, იმ დროს როცა აძლიერებს თქვენს ავტომობილის მართვის შეგრძნებებს. ასევე მოიცავს Quickshiftტექნოლოგიას, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის ხშირ გადართვას სწრაფად და თავისუფლად.

ამასობაში, მისი მწარმოებლურობა (ენერგოეფექტურობა) პრაქტიკულად უტოლდება მექანიკური გადაცემათა კოლოფისას შიდა ხახუნის შემცირებისა და კონვერტორების დამატების წყალობით, რომლებიც ახდენენ ბლოკირებას საჭიროების შემთხვევაში დაცურების თავიდან ასაცილებლად.

ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ ემისიებში სხვაობა ამასა და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს შორის შემცირდა მხოლოდ 7 გ/კმ-მდე CO2 (ISO-ს სტანდარტის დამონტაჟებული საბურავებით), რაც ამ ვერსიას განსაკუთრებულად კარგ შემსრულებელად ხდის, ორივე, მართვის სიამოვნებისა და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით.

ძრავები PureTech

/image/57/1/peugeot_suv2008_layout4-7.220571.jpg

მოდულური და კომპაქტური, აერთიანებს შესანიშნავ ხარისხს განსაკუთრებულ მწარმოებლურობასთან, ეს 3-ცილინდრიანი ძრავა ათავსებს ეფექტურობას უახლეს ტექნოლოგიასთან. ავტომობილის მართვის სიამოვნება, რომელსაც ის უზრუნველყოფს, არის საუკეთესო ხელმისაწვდომთა შორის, და ის გთავაზობთ უმაღლესი კლასის დაბალი ბრუნვის / მაღალი სიმძლავრის ბალანსს. ასე რომ, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, სიმძლავრისა თუ სიამოვნების თვალსაზრისით, ეს ტექნოლოგიური გარღვევა უზრუნველყოფს საწვავის მოხმარებისა და CO2-ს ემისიების შემცირებას 25%-მდე.

ტურბო 1.2 l PureTech 110 S&S EAT6 ვერსია ახალი ავტომატური გადაცემათა კოლოფით - EAT6 და უზრუნველყოფს CO2- ს ემისიების კომბინირებულ ციკლს მხოლოდ 110 გ/კმ, რაც მას ხდის ეტალონად ავტომატური ბენზინის ძრავების სეგმენტში.

ძრავები BlueHDi

/image/57/2/peugeot_suv2008_layout4-6.220572.jpg

1.6 l BlueHDi ძრავები კომპაქტურ SUV PEUGEOT 2008-ში უნიკალურია SCR (შერჩევითი კატალიზური შემცირების ტექნოლოგია) FAP (დანამატი ჭვარტლის ფილტრი) სისტემასთან კომბინაციაში. ისინი ყველა შეესაბამება ევრო 6 სტანდარტს (i: ევროპაში), წარმადობის უმაღლესი დონეების მიწოდებით საწვავის კონტროლირებად ხარჯთან და შემცირებულ ემისიებთან ერთად, და გთავაზობენ CO2 ემისიებს 97გ/კმ-ს ქვემოთ და კიდევ შთამბეჭდავ 3.7ლ/100კმ-ს. ეს კი 1.6 l BlueHDi-ს ოჯახს ხდის დიზელის ძრავების ყველაზე ეკონომიურ, საწვავის დამზოგავ  ასორტიმენტად ბაზარზე.

ნაწილაკების ფილტრი და SCR

/image/57/3/peugeot_suv2008_layout1-7.220573.jpg

BlueHDi ტექნოლოგია უზრუნველყოფს საწვავის ოპტიმიზირებულ მოხმარებას SCR და FAPi ტექნოლოგიების წყალობით.

SCR-ის FAP (დანამატი ჭვარტლის ფილტრი) სისტემისგან აღმავალი მიმართულებით დამონტაჟებით, ჩვენ შევძელით:
- NOx-ის (აზოტის ჟანგეულები) შემცირება 90%-მდე;
- CO2 ემისიებისა და საწვავის მოხმარების ოპტიმიზაცია (შემცირებები 4% -მდე ევრო 5-თან თავსებად ძრავებთან შედარებით);
- მიგვეღწია უფრო სწრაფი ამუშავება/დაქოქვისთვის - ანთების შემდეგ - დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირების შესაძლებლობის წყალობით.

STOP & START ღილაკით შეჩერება/ დაქოქვა

/image/57/4/peugeot_suv2008_layout4-5.220574.jpg

სწრაფი, ეფექტური და ჩუმი, Stop & Start ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ძრავას გადაერთოს "ლოდინის" რეჟიმში უშუალოდ სტაციონარულ პერიოდამდე და მას შემდეგ. შედეგი არის საწვავის მოხმარების გაუმჯობესებული კონტროლი და CO2-ს ემისიების შემცირება.

როდესაც სამუხრუჭე პედალი აშვებულია, ხელახალი აალება ხდება მყისიერად, ხმაურისა თუ ვიბრაციების გარეშე
.

გაბარიტული ზომები

  • /image/57/6/peugeot_suv2008_layout_14_1-1.220576.jpg

    LENGTH

  • /image/57/8/peugeot_suv2008_layout_14_2-1.220578.jpg

    INTERIOR

  • /image/58/0/peugeot_suv2008_layout_14_3-2.220580.jpg

    BOOT