/image/41/5/peugeot-2008-2016-302-fr.220415.jpg

NEW Peugeot 2008 SUV

ექსტერიერის დიზაინი

კომპაქტური SUV

PEUGEOT 2008 არის კომპაქტური და მყარი ჯიპი, ინოვაციური ექსტერიერით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას.
მისი დიზაინი ხაზს უსვამს კომპაქტური ჯიპის სეგმენტის მახასიათებელ შტრიხებს და სიძლიერესა და სიმტკიცეს მატებს მათ.

უძლეველი SUV

/image/45/9/peugeot_suv2008_layout1-3.220459.jpg

ახალი 2008 თავგადასავლების ძიებისკენ გიბიძგებთ.
მისი ყველა დეტალი გამოხატავს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის მზადყოფნას, იმის მიუხედავად, რა ტიპის გზებზე მოგზაურობთ.

/image/46/0/peugeot_suv2008_layout10-1.220460.jpg

ფარები

ახალი SUV  Peugeot 2008-ის დინამიკურ ხასიათს მისი ელეგანტური განათება უსვამს ხაზს. ფარების მოყვანილობის წყალობით ავტომობილი კატისებრ გამოხატულებას იღებს. 

/image/46/1/peugeot_suv2008_layout10-2.220461.jpg

უკანა ფარები

პეჟოს კლასიკური სტილის მიხედვით, უკანა ფარები 3  ბრჭყალს გამოხატავს და თბილი ფერების გამოყენებით 3D ეფექტს იძლევა. უკანა კარი უფრო პრაქტიკულად და ფართოდ იღება.

ეს არ არის მანქანა, ეს არის პიროვნება!

/image/46/2/peugeot_suv2008_layout6-1.220462.jpg
/image/46/3/peugeot_suv2008_layout6-2.220463.jpg

ახალი წითელი საღებავი, 308 Gti-დან აღებული, პეჟო 2008-ს ცოცხალ ბუნებასა და ძალაუფლებას უსვამს ხაზს.
ავტომობილის კორპუსის ინდივიდუალობის ხაზგასასმელად არჩევანი რვა განსხვავებულ ფერს შორისაა, რომელთაგანაც გვაქვს ხუთი მეტალიკი ფერი, ორი გაუმჭვირვალე ფერი და ერთი სულ ახალი - Emerald Crystal.

დისკები

ახალი დისკები ხელმისაწვდომია დაწყებული 15''-იანი IODE ხუფებით, 16''-იანი ალუმინის AQUILLA-ს ჩათვლით. ოფციის სახით ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის, 16'' და 17'' ალუმინის დისკები, შეღებილი ან ალმასის მაგვარი.