იურიდიული ინფორმაცია

peugeotauto.ge - საიტის პირობები და წესები

  • შესავალი
  • ინტელექტუალური საკუთრება
  • ხელმისაწვდომობა და გამოყენება
  • ინფორმაცია მოდელის შესახებ
  • ოფიციალური სახელმწიფო საწვავის მოხმარების მაჩვენებ
  • ინფორმაცია სიზუსტის შესახებ

  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • COOKIES
  • მმართველი კანონი და იურისდიქცია
  • სხვადასხვა

შესავალი

1.1 გამომცემლობა ჰოსტინგი

ამ ვებ-გვერდს ფლობს და მართავს ს.ს. ლიონ ავტო (შემდგომში წოდებული „პეჟო/ჩვენ/ჩვენი“), სააქციო საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოში, საიდენტიფიკაციო ნომრით 404488979 , რომლის იურიდიული მისამართია:

 

საქართველო, თბილისი,

ძველი თბილისის რაიონი,

ბესიკის ქ. №4-ის მიმდებარედ, (ნაკვეთი 46/10), ბ.65 

 

ფაქტიური მისამართია:

ჯორჯ ბალანჩინის ქ. 36

თბილისი

საქართველო

ტელ. +995 332 2 508 308

განთავსების მენეჯერი: Vaja SEPASHVILI

სათაო ორგანიზაცია: PSA Peugeot Citrôen


როგორც ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელი (შემდგომში წოდებული „თქვენ/თქვენი“) თქვენ ეთანხმებით, რომ მის გამოყენებაზე ვრცელდება ჩვენს მიერ ქვემოთ მოცემული პირობები.

1.2 განმარტებები

საიტი ვებ www.peugeotauto.ge
მომხმარებელი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
ელემენტები ყველა ტექსტი, დოკუმენტი, ბროშურა  და ა.შ. გამოქვეყნებული პეჟოს და ს.ს ლიონ ავტოს  მიერ  მომხმარებელისთვის   ხელმისაწვდომია საიტის საშუალებით.
იურიდიული ინფორმაცია  ეს დოკუმენტი განსაზღვრავს  საიტის გამოყენების პირობებს.

ინტელექტუალური საკუთრება

ამ ვებ-გვერდზე   ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება დაკავშირებული ნებისმიერ  ინფორმაციასა და გამოსახულებასთან, მათ შორის, ფოლდერის გადმოწერა, არის პეჟოს საკუთრება ან მისი ჯგუფის რომელიმე  წევრის. ამ ვებ-საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ   ნებისმიერი გამოქვეყნებული  მასალის გადმოტვირთვა პირადი, არაკომერციული გამოყენებისათვის, საავტორო უფლებებისა და სხვა შენიშვნების დაცვით.  დაუშვებელია ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის რეპროდუცირება, გავრცელება ან გამოყენება  საჯარო ან კომერციული მიზნებისთვის, კომპანიის   წერილობითი თანხმობის გარეშე.


ამ ვებ-გვერდზე გამოყენებული სავაჭრო ნიშნები, სახელები და ლოგოები წარმოადგენს  ჩვენი  ან ჩვენი ჯგუფის რომელიმე  წევრის საკუთრებას (თუ სხვაგვარად არ არის მითითებული). ამ ვებ-გვერდის გამოყენება არ იძლევა პირდაპირ ან არა პირდაპირ ლიცენზიას გამოქვეყნებულ მასალაზე, თქვენ აგრეთვე უნდა დაიცვათ მესამე მხარის უფლებები.  ამ ვებ-საიტის ნახვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ იგი განკუთვნილია უშუალოდ საქართველოსთვის. პეჟო  არ იღებს პასუხისმგებლობას მასალების სათანადოობასა და ხელმისაწვდომობაზე სხვადასხვა ქვეყანაში. აუცილებელია, ჩვენი წინასწარი,  წერილობითი ნებართვა  ამ ვებ-გვერდის ნებისმიერი ჰიპერტექსტის შესაქმნელად. ჩვენ   არ ვიღებთ რაიმე სახის პასუხისმგებლობას იმ შინაარსზე, პროდუქტსა თუ  სერვისზე, რომელიც შემოთავაზებულია  სხვადასხვა საიტზე, რომელსაც ჩვენი ვებ-გვერდი უკავშირდება.

ხელმისაწვდომობა და გამოყენება

ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი ვებ-გვერდის ყველასთვის ხელმისაწვდომობის საჭიროებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ  მომხმარებლისთვის ვებ-გვერდი  გამხდარიყო ადვილად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით კი  შშმ პირებისთვის. ეს ვებ-გვერდი მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს W3C-ს ვებ-გვერდის შიგთავსზე წვდომის გაიდლაინების  AA დონის სტანდარტი, ისე რომ მასზე წვდომა ჰქონდეს,  რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს.

 თქვენ ხართ პასუხისმგებელი,  თქვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული პროგრამების და პლატფორმის კონფიგურაციზე, რათა ეს  ვებ-გვერდი იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი.  გთხოვთ გამოიყენოთ,   თქვენი, საკუთარი ანტივირუსის პროგრამა.  ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ეს საიტი იქნება უსაფრთხო.

 თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ბოროტად  ეს საიტი ვირუსებისა და ტექნოლოგიური საფრთხეების გასავრცელებლად.არ უნდა ეცადოთ მიიღოთ არასანქცირებული წვდომა ამ ვებ-გვერდზე. სერვერზე, რომელზეც განთავსებულია ეს  ვებ-საიტი ან ყველა სხვა სერვერზე, კომპიუტერსა  თუ  მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც უკავშირდებიან  ამ ვებ-გვერდს.

ამ დებულების დარღვევით, თქვენ ჩაიდენთ  სისხლის სამართლის დანაშაულს.  ჩვენ დაუყოვნებლივ  შევატყობინებთ  ამგვარი   დარღვევის შესახებ, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, აგრეთვე ვითანამშრომლებთ მათთან თქვენი პირადი მონაცემების  გამოსავლენად.  ამგვარ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგიწყდებათ ვებ-გვერდის გამოყენების უფლება.

ინფორმაცია მოდელის შესახებ

ამ ვებ-გვერდზე ნაჩვენები მოდელები წარმოდგენილია,  მხოლოდ ზოგადი მიმოხილვისთვის. ზოგიერთი მახასიათებელი გააჩნია მხოლოდ სპეციალური გამოშვების მოდელებს,  ზოგი მათგანი კი არჩევითია, დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში. პეჟოს  სატრანსპორტო საშუალებების დეტალური სპეციფიკაციის, აქესესუარების,  გაყიდვების, ფასებისა და გადახდის პირობების  შესახებ ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პეჟოს ავტორიზებულ დილერს. 

 ჩვენი მიზანია,  მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები ყველა თვალსაზრისით და ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე შევცვალოთ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაცია (მათ შორის ფერი), მოწყობილობები, აქსესუარები და მახასიათებლები ან აღარ გამოვუშვათ რომელიმე მოდელი. ყველა საშუალება გამოყენებულია იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ,  ამ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის, დეტალებისა და აღწერილობების სისწორე. თუმცა, ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ  ცვლილება არ არის შეტანილი,  უახლოეს წარსულში  პეჟოს მანქანებსა ან მათთან დაკავშირებულ სპეციფიკაციებში (მათ შორის ფერში), მოწყობილობებში, აქსესუარებში და მახასიათებლებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საშუალება გამოყენებულია იმისთვის, რომ ეს ვებ-გვერდი პერიოდულად განახლდეს, რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ შეკვეთამდე შეამოწმოთ სპეციფიკაციები (მათ შორის ფერი), მოწყობილობები და აქსესუარები პეჟოს ოფიციალურ დილერთან.  

ოფიციალური სახელმწიფო საწვავის მოხმარების მაჩვენებლები

საწვავის მოხმარების მაჩვენებლები (ურბანული მოძრაობის ციკლი MPG, ექსტრა ურბანული მოძრაობის ციკლი MPG, შერეული მოძრაობის ციკლი MPG და CO2 გამოყოფა გ/კმ), რომელიც მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე, შეესაბამება  ევრო კავშირის ოფიციალური ტესტის პირობებს  და მოცემულია სახელმძღვანელოდ მხოლოდ შედარების მიზნით. მაჩვენებლები არ აისახება ფაქტიურ საგზაო მოძრაობის პირობებზე.

ინფორმაცია სიზუსტის შესახებ

პეჟო გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას,  რათა შეამოწმოს ამ ვებ-გვერდზე არსებული ყველა ინფორმაციის სიზუსტე.   თუმცა არ იძლევა გარანტიას,  რომ უზრუნველყოფს საიტის ზუსტ და საიმედო ფუნქციონირებას, რომ  საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც არ უნდა იყოს წარმოდგენილი (გამოხატული,  ნაგულისხმევი, იურიდიული ან სხვა), დაკავშირებული საიტის შინაარსთან და ხელმისაწვდომობასთან,  იქნება შეცდომების გარეშე ან  ხარვეზების კორექტირება იქნება დროული. აგრეთვე,  სერვერი რომელზეც განთავსებულია ეს საიტი, იქნება  თავისუფალი ვირუსებისგან.  

სხვადასხვა

ჩვენი ვებ-გვერდი   შეიცავს  თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა  საიტის ლინკს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებელობას იმ საიტების შინაარსზე, რომლებიც ელექტრონულად უკავშირდება მოცემულ ვებ-გვერდს.

ჩვენ შეგვიძლია საიტზე არსებული ინფორმაცია  შევცვალოთ ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ნებისმიერი ასეთი ცვლილება ვრცელდება ყველა მომხმარებელსა და დამთვალიერებელზე, რომლებიც იყენებენ მოცემულ ვებ-გვერდს.

 

მმართველი კანონი და იურისდიქცია

ეს საიტი იმართება საქართველოს კანონმდებლობით.


ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება  სამართლებრივი შეტყობინებების ინტერპრეტაციას ან შესრულებას, ექვემდებარება საქართველოს  სასამართლოს ექსკლუზიურ იურისდიქციას თბილისში.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

მონაცემების დაცვა - თქვენი პერსონალური ინფორმაცია 

 

ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას სრული  კონფიდენციალობის დაცვით.

თქვენი პირადი მონაცემების მფლობელი არის ს.ს. ლიონ ავტო,  პერსონალური მონაცემების კანონის სრული დაცვით. 



რა ინფორმაცია გვჭირდება თქვენგან?

ჩვენს საიტზე  გარკვეული სერვისის მისაღებად,  საჭიროა  თქვენი   პერსონალური ინფორმაციის შეტანა ვებ-გვერდზე.   მაგალითად:  თქვენი გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, მანქანის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და დავამუშაოთ, თქვენ მიერ ნებაყოფლობით  გაცემული  ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა,  კონფიდენციალობის პოლიტიკის სრული  დაცვით. 

არსებობს ერთადერთი გამონაკლისი. ტესტ დრაივის დაჯავშნის შემთხვევაში, ჩვენ უფლება გვაქვს შევადაროთ Cookies ანონიმური ანალიტიკური მონაცემები,  თქვენ მიერ ტესტ დრაივისთვის  წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს. ასევე შეგვიძლია შევადაროთ ეს კომბინირებული ინფორმაცია,  ჩვენს ხელთ  არსებულ  კლიენტის პერსონალურ მონაცემთა ბაზას. ეს ყველაფერი, საშუალებას მოგვცემს ავარჩიოთ თქვენთვის შემოსათავაზებელი პროდუქციის ოპტიმალური ვარიანტი.

შესაბამისად,  კომბინირებულ ინფორმაციის გამოვიყენება ხდება  მხოლოდ მსგავსი მიზნებისთვის.  ჩვენ  ყოველთვის დავიცავთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად და არ გადავცემთ ჩვენს ხელთ არსებულ  ინფორმაციას მესამე მხარეს.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი კომპანიის ’Cookies’ პოლიტიკა.

 

სად ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტით არ არის სრულად დაცული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ  თქვენი პერსონალური ინფორმაციის  დასაცავად, მაგრამ ჩვენ ვერ მოგცემთ, თქვენ მიერ ინტერნეტით გამოგზავნილი პერსონალური მონაცემების სრული დაცულობის გარანტიას. პერსონალური ინფორმაციის ინტერნეტით გაგზავნა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. 

 

თუმცა,  ჩვენს მიერ უკვე მიღებული თქვენი პერსონალური მონაცემები იშიფრება და ინახება  ჩვენს დაცულ სერვერზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მიღებული ინფორმაციის დასაცავად და ამ ინფორმაციაზე   არაუფლებამოსილი პირის  წვდომისგან თავის ასარიდებლად. შესაძლებელია, თქვენი პერსონალური ინფორმაცია  გადაეცეს და შენახული იყოს  ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს  გარეთ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ  მათ დასაცავად, ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში.


კონფიდენციალობა – ჩვენი ვალდებულება

 

როგორ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენი მოწოდებული  პერსონალური ინფორმაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ მარკეტინგული კვლევისთვის (მათ შორის გამოკითხვებში მონაწილეობა), პროდუქტის ანალიზისთვის და განვითარებისთვის, გაყიდვების შემდგომი კვლევისთვის  ან თქვენთან დასაკავშირებლად,  მარკეტინგული ან სარეკლამო მიზნებისთვის. ჩვენ შესაძლებელია დაგიკავშირდეთ სხვადასხვა  საშუალებით, მათ შორის ტელეფონით, ფოსტით, ელ. ფოსტით, SMS-ით ან MMS-ით.

თქვენი სალეტეფონო საუბარი  პეჟოს ოფისთან და ჩვენს დილერებთან შეიძლება იწერებოდეს,  უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ასევე  ჩვენი კოლექტივის  პროფესიული განვითარების  მიზნით, ჩვენი ხარისხის კონტროლის პროცედურების შესაბამისად.

შესაძლებელია,  თქვენი პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ სხვა კომპანიებს, რომლებიც შედიან ჩვენს საერთაშორისო საზოგადოების  ჯგუფში („ჩვენი ჯგუფი“).  კომპანიებს, რომლებიც გვემსახურებიან ჩვენ ან ჩვენს ჯგუფს, მათ შორის  სააგენტოებს,  ქვე-კონტრაქტორებს ან ჩვენს დილერებს. ისინი ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის ან საკონტაქტოდ. აღნიშნული კომპანიები,  შესაძლოა მდებარეობდნენ ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიის გარეთ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვუზრუნველყოთ,  თქვენი პერსონალური ინფორმაციის  დაცულად  და კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად  დამუშავება.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  თქვენს პერსონალურ ინფორმაციას არ გადავცემთ  მესამე მხარეს, გარდა ამ პუნქტში განხილული შემთხვევებისა  და არასოდეს არ გავყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. 

თუ აღარ გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ  კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღწერილი გზით,  შეგიძლიათ ამის შესახებ გვაცნობოთ ნებისმიერ დროს,  ქვემოთ აღწერილის შესაბამისად. 


შეკითხვები

ნებისმიერი შეკითხვა, კომენტარი ან მოთხოვნა კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოთ მისამართზე: მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მენეჯერის სახელზე , ს.ს. ლიონ ავტო, ჯორჯ ბალანჩინის 36, თბილისი, საქართველო.

COOKIES

‘Cookies’ არის პატარა ფაილები, რომლებიც იგზავნება ჩვენი ვებ-გვერდიდან თქვენს კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში, მომხმარებლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული ხორციელდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამახსოვრებით, ისეთი როგორიცაა თქვენი ადგილდებარეობა. თქვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის.

ვებ-გვერდების უმეტესობა ‘cookies’ აგზავნის თქვენს კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონზე თუ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები იძლევა ამის საშუალებას.აღნიშნული პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია. სხვადასხვა ბრაუზერზე მისი შეცვლის მეთოდები განსხვავებულია.  თუმცა,  უმეტესად ღილაკის ‘Options’ ან ‘Preferences’ საშუალებით ხორციელდება. 
პეჟოს ვებ-გვერდის უკეთესად გამოყენების მიზნით, გირჩევთ
cookies  ფუნქცია ჩართული დატოვოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის  გაეცანით,   Cookies და მათი მომხმარებლების  მიმართ ჩვენი კომპანიის  პოლიტიკას  ვებ-გვერდზე.